- პროექტის სახელი: ვიხსნათ მომავალი თაობა ნარკოტიკებისაგან.
- პროექტის მოკლე აღწერა–1–2წინადადებით: მოსწავლეებს გავაცნობ ნარკომანიის შედეგებს მის გავლენას შთამომავლობაზე.
- პროექტის სრული აღწერა: 2005 წლის მონაცემით საქართველოში 24000 ნარკოტიკის მომხმარებელია რეგისტრირებული. რაც შეეხება არა რეგისტრირებულებს მსთი რიცხვი ბევრად მეტია. ნარკომანია ჩვენი ერის ყველაზე დიდი პრობლემაა. პრაქტიკულად, ყველა ქვეყანასა თუ ხალხში თინეიჯერობის ასაკია ადამიანისათვის ძალზე რთულ პერიოდს წარმოადგენს. ეს ხდება იმიტომ, რომ ამ დროს მოზარდში დამოუკიდებელი პიროვნება იწყებს განვითარებას. თინეიჯერი თვლის, რომ არსებობს სხვა ცხოვრება– საინტერესო და მიმზიდველი,რომელშიც მშობლებსა და მასწავლებლებს ცოტა რამ გაეგებათ, ხოლო თუ გაეგებათ– არ მოსწონთ. არის შემთხვევები როდესაც გოგონები ხდებიან ნარკომანები. ნარკომანია ავადმყოფობაა. მისგან განკურნების ერთი გზა ეკლესიაა. რწმენისა და მოძღვრის დახმარებით ნარკომანიისაგან განკურნება შესაძლებელია .ნარკომანიასთან ბრძოლა ეკლესიის ერთ–ერთ პრიორიტეტათ იქცა. მეორე მხრივ ქართველი ნარკომანები სულ უფრო ხშირად ეძებენ დახმარებას რელიგიაში.
- არ გასინჯოთ.
- არ დაიწყოთ.
- არ მიბაძოთ.
- მონაწილეთა ასაკი: 12 წლის.
- ვადები: 2 კვირა.
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, კვლევა, შეფასება.
- მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიგებენ რა შედეგები მოაქვს ნარკომანიას და
- უარს იტყვიან ნარკოტიკებზე.
- სარგებელი სხვებისათვის: სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მოუსმენენ ჩვენს მიერ მოწვეულ მოძღვარს და ექიმს, რომლებიც ამ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ. პროექტის ფარგლებში შეგროვებული მასალით გამოვუშვებთ კედლის გაზეთს და პატარა ბუკლეტს.
- სამუშაო ენა: ქართული.
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.
- პროექტის ფასილიტატორი: ნანი მამალაძე.
- ფასილიტატორის ელ–ფოსტა: nanamamaladze@gmail.com
Tuesday, March 16, 2010
სასწავლო პროექტი: ნარკომანია
Subscribe to:
Posts (Atom)